კახა კახიშვილი ისანში მდებარე „ბებოს ლავაშის” საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა – “მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მსგავსი ტიპის საწარმოებს ხელი შეუწყოს”

ისანში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი საწარმო „ბებოს ლავაშის” თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ ,,ფეისბუქგვერდზე, , ვრცელდება.

როგორც მაჟორიტარი ტეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მსგავსი ტიპის საწარმოებს მაქსიმალურად შეიწყოს ხელი.

„ყველასთვის ცნობილ „ბებოს ლავაშის” საწარმოს ვესტუმრე. ისნის რაიონში, ელიაზე მდებარე საცხობში 70-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივია. საწარმო ქვეყნის მასშტაბით 3 000 მაღაზიას ამარაგებს უგემრიელესი „ბებოს ლავაშით” და თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქვს ოფისები. „ბებოს ლავაში” უსაფუაროა. ქართული წარმოების ლავაშს უამრავი მომხმარებელი ჰყავს და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მსგავსი ტიპის საწარმოებს ხელი შეუწყოს. საცხობში დასაქმებულებს დავპირდი, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, მათ გვერდით დავდგები და იმ მცირე პრობლემებსაც კი, რომლებიც, სამწუხაროდ, მიკრო ბიზნესებს ჯერ ისევ აქვთ, ერთად მოვაგვარებთ. ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტია, სწორედ ამიტომ, ჩემი გუნდისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს ქართული წარმოების გაძლიერება წარმოადგენს”, – აღნიშნავს კახიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები