მარიამ ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილ ერთ პაციენტს ხორხის სიმსივნე ჰქონდა, მეორეს კი კარდიოპათია და სხვა თანმდევი დაავადებები აწუხებდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფიცირებული პაციენტებიდან 38-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.
“კორონავირუსით გარდაცვლილი ერთერთი პაციენტი ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა, მას ხორხის სიმსივნე და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მეორე გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია და მას კარდიოპათია სჭირდა.
ინფიცირებული პაციენტებიდან 38 კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 9 აფხაზეთიდანაა.
დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 297 აჭარაში, 78 შემთხვევა თბილისში, ქვემო ქართლში 2 და კახეთში 3 ფიქსირდება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.