ანრი ოხანაშვილი: არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდობიანად წარმართვის პასუხისმგებლობა გვაქვს, სამწუხაროდ, ოპოზიციურმა ჯგუფებმა მხარი არ აგვიბეს

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდობიანად წარმართვის პასუხისმგებლობა აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო ქცევის წესებს არ იცავენ.

“ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდობიანად წარმართვის. თუმცა, ეს პოლიტიკურ ოპონენტებს არ ათავისუფლებს, რომ მათ არ დაიცვან წესები. ჩვენ შევქმენით პლატფორმა, კანონმდებლობა, ვიცავთ წესებს, დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისად ჩავატაროთ არჩევნები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მხარი არ აგვიბეს ოპოზიციურმა ჯგუფებმა, განსაკუთრებით – “ნაციონალურმა მოძრაობამ” – ისინი არ იცავენ წესებს”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები