ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლამდეა, მას გულის იშემიური დაავადება ჰქონდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 26-ე პაციენტს, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.
“გარდაცვლილი, სამწუხაროდ, 70 წლის პიროვნებაა. მას გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და კლინიკაში შევიდა კრიტიკული სიტუაციით. გარდაცვლილი აჭარაშია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.