დღეს საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დღეს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, ასევე, საქართველოს პარლამენტში – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.
ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.