მიხეილ ყაველაშვილი – ოპოზიციაზე: მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია

„ისინი არიან სიძულვილით გაერთიანებული ადამიანები. თითქოს, „ნაციონალური მოძრაობაში” გაყოფა მოხდა, მაგრამ წინა არჩევნების დროს ყველამ ნახა, როგორ მოხდა მათი ერთად შეკვრა. ეს ადამიანები არ იცვლებიან”, – განაცხადა ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
​მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას” ახლა კიდევ სხვა პარტიები დაემატნენ, თუმცა, მათი მომავალი ერთადერთია.
„მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია. როცა შენ არა გამარჯვებასა და განვითარებაზე აკეთებ აქცენტს, არამედ – მხოლოდ სიძულვილსა და ვინმეს ნებისმიერი მეთოდით დამარცხებაზე, ასეთ გაერთიანებას მომავალი არ აქვს”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები