სოზარ სუბარი საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე, მედიათეკას ეზოში საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და რამდენიმე ძირითად პრობლემას გაუსვეს ხაზი. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციისა და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე უსრულდებათ, რის გამოც მათ სკოლაში არ იღებენ.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, სამგორის რაიონში 27 მოქმედი საბავშო ბაღია და 3 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებსაც ავტორიზაციის პრობლემა არ შექმნებათ, ხოლო რაც შეეხება მეორე პრობლემას – იცის, რომ განათლების სამინისტრო მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ეს პრობლემაც, ალბათ, ბავშვებისა და მშობლების სასარგებლოდ გადაწყდება.