ეკატერინე ტიკარაძე: დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობაზეა დამოკიდებული

“ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული”,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად მოიმატებს და ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს დაკარგავს”.

მინისტრის თქმით, ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი იცვლის თავის ხასიათს და ძალიან ბევრი უსიმპტომო შემთხვევა გვაქვს, ჩვენ ჯერ დაველოდებით ვირუსის გავრცელების ყველა იმ ნიშნულს, რომელიც მოცემულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის შუქნიშანში და შემდეგ უკვე თანმიმდევრულად ვიმსჯელებთ, თუ რა შეზღუდვები იქნება მომდევნო“,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები