სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთერთი ურთიერთშელაპარაკების დროს ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები