ამირან გამყრელიძე: ყველა მშობელს ვთხოვ, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები
“მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველა მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვას ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერმინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სკოლის დაწყება გამოიწვევს მობილობის მკვეთრ ზრდას, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.
„მოგეხსენებათ, რომ ერთ კვირაში იწყება სწავლა, ეს არის მობილობის კიდევ ერთი ზრდა და ყველა მშობელს ვთხოვ, რომ დაიცვას ის რეკომენდაციები, რაც უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ – სკოლებში მისვლასთან, ბავშვის მიყვანასთან, მხედველობაში მაქვს პატარა ბავშვები და წესების დაცვა, რამეთუ ეს არის მობილობის ყველაზე დიდი ზრდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.