„მეგრული ჩაი” ,,თიბისის” მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს
კომპანია „მეგრული ჩაის” დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა. „მეგრული ჩაი” უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.
ნანა ბიგვავა ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.
საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელ
„მეგრული ჩაის” წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.
R