ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემით, საერთო ინფიცირებულთა რაოდენობა 22.5 მლნ-ია, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ – პანდემია გრძელდება

მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება, ამიტომ ყველა ის ღონისძიებები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემლძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის გლობალურ სიტუაციასა და კონკრეტულად საქართველოზე ისაუბრა.

“მოგახსენებთ ეპიდსიტუაციის შესახებ გლობალურად, რეგიონში და ჩვენთან, საქართველოში. გლობალურად კოვიდთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი აჭარბებს 200 ათასს. დღევანდელი მონაცემით, საერთო ინფიცირებულთა რაოდენობა 22.5 მლნ-ია, 800 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ. ასევე, დაძაბულია მდგომარეობა ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებული მატება აღინიშნება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, ჩვენს უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებში: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი თუ თურქეთი. არასახარბიელო მდგომარეობაა მატების თვალსაზრისით უკრაინასა და ბელორუსში. მდგომარეობა კვლავ არასახარბიელოა, პანდემია გრძელდება, ამიტომ ყველა ის ღონისძიებები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, სულ გვაქვს 1421 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილის 9 საათისთვის გვაქვს 10 ახალი შემთხვევა, 2 განეკუთვნება ლენჯერის კლასტერს, 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2 იმპორტირებულია და 1 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. 1 შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

ლეტალობის მაჩვენებელი 1,20 პროცენტია, სამწუხაროდ, 17 ადამიანია გარდაცვლილი და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კარგია, რომ არ იცვლება,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები