„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავში, მერაბ კოსტავას განახლებული გამზირი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში, მერაბ კოსტავას განახლებული გამზირი დაათვალიერეს.
რუსთავში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
ქუჩაზე არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით არის აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. სრულად შეცვლილია ასფალტის საფარი, მოპირკეთებულია ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, შუა გამყოფ ზოლზე – რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები