ელენე ხოშტარია: “ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო, თუმცა ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემ დამოკიდებულებას მათ მიმართ
“ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს მიაყენებს ჩემ დამოკიდებულებას მათ მიმართ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ლელოს” წარმატება საერთო კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ლელოს” მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს მიაყენებს ჩემ დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ “ლელოს” წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისა და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით”, – წერს ელენე ხოშტარია.