ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან ორს განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა ესაჭიროება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ინტენსიური თერაპიის პალატაში 2 პაციენტი იმყოფება.
“ამჟამად 14 პაციენტი გვყავს კოვიდინფიცირებული. 2 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის პალატაში, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა, თუმცა ინტუბაცია არცერთს არ დასჭირდა. მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, დატოვა ინტენსიური თერაპიის პალატა და ახლა ჩვეულებრივ პალატაში განაგრძობს მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ითქვას რომ დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.