„საოცარი გრძნობაა, როდესაც წარმატებას მიაღწევ“- „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულებს ნოუთბუქები გადაეცათ

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, სამოქალაქო კამპანიამ „ეს ქვეყანა შენია“ კონკურსში გამარჯვებულ ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. დაჯილდოება ცაგერის მუნიციპალიტეტის ცენტრში, პოეტ ლადო ასათიანის სახელობის სკვერში გაიმართა.

გამარჯვებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა – თემურ ჯალიაშვილმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი მახათაძემ მიმართეს.

როგორც „რეგიონულ კვირასთან“ თემურ ჯალიაშვილმა განაცხადა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მათი ვიზიტი სასიხარულო და სასიამოვნოა, რადგანაც წარმატებული ახალგაზრდების წახალისება და დაჯილდოება ხდება.

„ ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიდეთ იქ, სადაც კონკურში გამარჯვებული ბავშვები ცხოვრობენ, რათა მათ მეზობლების, ახლობლებისა თანდასწრებით გადავცეთ დამსახურებული ჯილდო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სულ 2 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, ერთი ცაგერის საჯარო სკოლის და ერთიც ონის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლე,მაგრამ რადგან სტიქიის გამო, ონში შესვლა ვერ მოვახერხეთ, გლოლელი გამარჯვებულს თბილისში გადავცემთ საჩუქარს”,-განაცხადა თემურ ჯალიაშვილმა.

ცაგერის საჯარო სკოლის ორ გამარჯვებულ მოსწავლეს-ლიკა და ლანა ჩაფრავებს, პედაგოგთან ერთად, წამახალისებელი ჯილდო გადაეცათ.

ლიკა ჩაფრავა, რომელიც მეთერთმეტე კლასელია და კონკურსში გამარჯვება საქართველოზე დაწერილი ესეთი მოიპოვა, ამბობს, რომ მოპოვებული ჯილდო პირველ რიგში სამოქალაქო პედაგოგის – ნინო ნემსწვერიძის დამსახურებაა.

„ ესსე დავწერეთ, ნახატიც გავგზავნეთ, თემატიკა ჩვენს საქართველოს შეეხებოდა, გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. საოცარი გრძნობაა, როდესაც წარმატებას აღწევ და სხვისთვის მაგალითის მიმცემი ხდები“,-ამბობს ნინო.

კონკურსში მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-მდე გუნდი მონაწილეობდა, რომლის ძირითადი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და გაძლიერება წარმოადგენს. კონკურსს ევროკავშირი საქართველოს ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები