ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება

“ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს.

ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

“ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ოპოზიციის უშინაარსო განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედები და ცინიკოსები არიან. მათ ვურჩევ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პატივისცემა და პოლიტიკური კორექტულობა მართებს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ვიცით და მოლოდინი გვაქვს, რომ მათ ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნებათ. ჩვენ ამ დღის წესრიგში არ შევდივართ, ვინაიდან ისინი წარსულის ჯგუფები არიან, ჩვენ კი მომავლისკენ ვიყურებით. დარწმუნებულები ვართ, რომ, 2020 წლის არჩევნების შედეგად, საზოგადოებასთან ერთად მომდევნო წარმატებულ 4 წელს შევქმნით. ჩვენი გუნდისთვის კრიტერიუმები, პირველ ყოვლისა, არის პროფესიონალიზმი, კვალიფიციურობა, საზოგადოების განწყობა, რეპუტაცია, პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები