იაკობ ბრეგვაძე: გამოძიებასთან კითხვები მქონდა, მათ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთმა დაზარალებულმა, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა.

ის უწყებაში ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ბრეგვაძის განცხადებით, აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა მას დაზარალებულის სტატუსი, რაზეც პასუხი მიიღო.

„გამოძიებასთან მქონდა კითხვები, დაზარალებულად რატომ მცნეს. მათ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ მორალური ზიანის და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე, ნახეს ჩემი „ინსტაგრამ“ მიმოწერები. მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად.

დაკარგვის შესახებ მე დეტალური ინფორმაცია არ ვიცოდი იმ ღამეს. ამბავი მოვყევი დაბნეულად, რადგან აფორიაქებული ვიყავი. გიორგი წვეულებაზე ვნახე პირველად. კონტაქტი მქონდა. ფეხბურთელი, რომ იყო მითხრა, გიორგი ძალიან პოზიტიური იყო და კონფლიქტი რომ მოხდა გაუკვირდა, რადგან მისთვის ეს უცხო იყო“, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები