ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.