აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს   რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში პაციენტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა –   645 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 27 133 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 349 ადამიანი. აზერბაიჯანში ვირუსისგან 17 805 ადამიანი განიკურნა. ქვეყანაში მკურნალობას 8 334 პაციენტი განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები