გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფელ ყარაჯალარში კი შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მონიტორინგის მიზნით, მერის მოადგილე – ოთარ გავაშელიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – ვახტანგ გაგუა გაეცნენ.

როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გაგუამ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაშტაბით ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ყოველდღიურ შემოწმებას ახდენენ აღნიშნულ ობიექტებზე.

“ამ ეტაპზე, ვიმყოფებით სოფელ თელეთში, სადაც მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო სოფელ ყარაჯალარში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადა ვახტანგ გაგუამ.
სოფელ ქვემო თელეთში საბავშვო ბაღი 2 ჯგუფსა და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პარმაღი„ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 721’000 ლარად ახორციელებს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს სულ 5 ახალი ბაღი შეემატება.
სოფელ ყარათაკლიაში შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ჯამურად, 3,5 კილომეტრს მოიცავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 590’000 ლარი იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები