“აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების წინა დღეებში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, ცენტრებში უნდა მივიდნენ და PCR ტესტი გაიკეთონ”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების წინა დღეებში მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად უნდა მივიდნენ შესაბამის ცენტრებში და PCR ტესტი გაიკეთონ.
„ჩამონათვალი იმ ადგილების, სადაც ასეთ დროს აბიტურიენტებს მისვლა შეუძლიათ, ვრცელია, 40-მდე ობიექტია. პასუხი 24 საათში იქნება და ამის მიხედვით უნდა წარდგნენ გამოცდაზე”, – აღნიშნა გამყრელიძემ.