მეუფე შიო: საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ
“საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ეს ძალიან არასწორია”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
მან მრევლს ათონელი მამების ხსენების დღე მიულოცა.
„დღეს ათონელი მამების ხსენების დღეა, როგორც იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი დაუტევეს და სრულიად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.
საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ან ამბობენ, – მერე გავაკეთებ ამას, როდესაც მოვხუცდები, ჯერ რაღაც სხვა საქმეები მაქვს მისახედი, ან ოჯახი, ან – სხვა რამ. ეს ძალიან არასწორია”,- განაცხადა მეუფე შიომ.