ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიამ, შესაძლოა, მოსკოვს სანქციები დაუწესოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასი რუსეთს სანქციების დაწესებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც ქვეყნის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა DPA წერს.

როგორც საკითხის კომენტირებისას მაასმა თქვა, “ფედერალური მთავრობა საქმესთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯების უფლებას იტოვებს”.

მისი თქმით, საელჩოში რუსეთის ელჩი იქნება დაბარებული.

მასსმა შექმნილ ვითარებას “განსაკუთრებით სეროზული” უწოდა, რომელიც “აუცილებლად” უნდა იყოს იყოს გამოძიებული სასამართლო პროცესის მსვლელობისას.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებისთანავე გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევება უკვე მოხდა.

კალსრუეს ფედერალური პროკურატურის მონაცემით, რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა ბრალდებულ ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ, ს. ხანგოშვილის “ლიკვიდირების” დავალება მისცეს.

აღინიშნება, რომ შეკვეთილი დანაშაულის უკან იყო მსხვერპლის მიერ რუსეთის სახელმწიფოსთან, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მთავრობებთან მტრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები