ლევან გოფოძე: სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგა, რომელთაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სამედიცინო პერსონალის 9 წარმომადგენელს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
მისივე თქმით, ჯამში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს.
„კლინიკაში 30 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსი 21-ს აქვს დადასტურებული.
სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგა, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მართვით სუნთქვაზეა, მისი მკურნალობა გრძელდება. შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
გარდა ამისა, გყვავს ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, პნევმონია აქვთ. თითქმის დავასრულეთ თანამშრომლების, მთელი ჩვენი გუნდისთვის ტესტირების ჩატარება, მათ შორის მედპერსონალისა და ადმინისტრაციული ნაწილის. გუშინ მედპერსონალის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ და იქედან სამი დადასტურდა მხოლოდ. დანარჩენი ყველა უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია- შიდა გავრცელებაა თუ გარედან. ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, გარედან შემოსული ინფექციაა“, – განაცხადა გოფოძემ.