Lenø Sessions – 10 წლის ვუნდერკინდის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტი
14 ივნისს, 20:00 საათზე, ინტერაქციული ლაივსტრიმ პროექტის – Lenø Sessions-ის სტუმარია 10 წლის ვუნდერკინდი, კომპოზიტორი და პიანისტი – ცოტნე ზედგინიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იგი საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად წარმოადგენს დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოების – „ზარების“ პრემიერას.
პედაგოგი ნინა მამრაძე.
ცოტნემ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო ბებიის – ნინა მამრაძის ხელმძღვანელობით, ექვსი წლიდან კი ქმნის იმპროვიზაციებსა და საკუთარ ნაწარმოებებს.
ცოტნე ზედგინიძის მოსმენისას გია ყანჩელმა აღნიშნა – „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან“.
„ჩაგვერთეთ ZOOM-ით და პირადად ეკონტაქტეთ არტისტებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონცერტის პირდაპირი მსვლელობა გაიმართება ფეისბუქგვერდზე: Lenø Records