ამირან გამყრელიძე: არ ვიცით, ვირუსის მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება
“ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა, მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე.
„ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ და ხალხს მოვუწოდებთ, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ, ნუ დავარღვევთ და მაშინ ამის საშიშროება არ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, იმისდა მიხედვით, სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირად არის ხოლმე რესპირაციული ინფექციების დაწყების ეტაპები, ამიტომ მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ? ვერა. ღმერთმა არ ქნას ის, რომ რაც დღეს ბრაზილიაშია, ის ჩვენთან იყოს. ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი სიტუაცია, როცა დღეში გვაქვს 4-5 მატება და მეტი არა, თუ ასე ვიარეთ, არც არჩევნებს შეექმნება საშიშროება და არც ზღვაზე წასვლას და ასე შემდეგ და მწვანე ქვეყნებთან ტურისტული ხიდების გახსნას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.