ქართული ტრადიციული საგალობლების ხელნაწერთა ბაზა

ფოკლორის ცენტრი ქართული ტრადიციული საგალობლების ხელნაწერთა ბაზის ონლაინბმულს აქვეყნებს, სადაც შესაძლებელია ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის, რაჟდენ ხუნდაძის, დავით მოლოდინაშვილისა და ძმები კარბელაშვილების ხელნაწერებში შემონახული საგალობლების გაცნობა.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ინიციატივითა და ორგანიზებით, 2015-16 წლებში განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კერძო არქივებში დაცული ქართული საგალობლების ძველი სანოტო ხელნაწერების სრულად გაციფრებასა და ვებგვერდზე განთავსებას.
გადადით ბმულზე და გადმოწერეთ: folk.gov.ge/baza

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები