გიორგი გახარია: 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი 1 მლრდ 76 მლნ ლარია
მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს 1 მლრდ 76 მლნ ლარია.
„2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ მშობლებს ყოველწლიურად ბავშვების სკოლაში გაშვებისთვის წიგნებში ფული არ ეხადათ, სქართველოს მთავრობამ იზრუნა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა, ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მლნ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში. არავის ახსოვს ის ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სიტემაში განხორციელდა, 2012 წელს ჯანდაცვის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი და მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა საერთოდ როგორც სტრუქტურული ერთეული არ არსებობდა გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაკეთებინა სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული,” – აღნიშნა პრემიერმა.