ლიეტუვის საელჩო საქართველოს 26 მაისს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსით ულოცავს (ვიდეო)
ლიეტუვის საელჩო საქართველოში ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსით, “ჰიმნი თავისუფლებას” ულოცავს.
„ჩვენი დიპლომატები და საელჩოს თანამშრომლები გილოცავენ ჯანსუღ ჩარკვიანის ცნობილი სტროფით – ქართულ ენაზე!“, – წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.