ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან არის დაკავშირებული
“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის, ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატით, ერთ-ერთი არის ინტერპელაცია და უკვე არის შემოსული ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა, ივნისში პრემიერი წარდგება ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პრემიერის სტუმრობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და, ასევე, ინტერპელაციასთან და ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.