“პრემიერი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს”

„პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, პარლამენტში ისაუბროს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუ რა ზომებს იღებდა მთავრობა და რა ქმედებების შედეგია ის, რომ ჩვენ ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა ვართ მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგება და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან მას და ისინი შესაბამის პასუხებს მიიღებენ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები