პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო მონაცემებით, კლინიკაში სულ მოთავსებულია 49 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 38.
„რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 2 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 40 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი“, – აცხადებენ კლინიკაში.