წინასწარი ჩაწერა, ტემპერატურის სკრინინგი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – ჯანდაცვის სამინისტროში სილამაზის სალონებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე საუბრობენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ საუბრობს.

როგორც ფერაძე აცხადებს, ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, პროცედურაზე მიღება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს. სალონების შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას 20-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, უნდა განახორციელოს ტემპერატურული სკრინინგი, რეგისტრატურაში უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი. აღნიშნული ბარიერი უნდა დამონტაჟდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სალონები ვერ მოახერხებენ მომხმარებელთა შორის 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვას.

სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დარგისთვის სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა და ბიზნესომბუდსმენმა სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები