კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, 13 ნიმუშზე ტესტირების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალიატებს ტრადიციულ ბრიფინგზე განუცხადა.
“დღეის მდგომარეობით, რეგიონში “კოვიდ 19″-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან გამომდინარე ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ნიმუშების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე სივრცეებიდან გრძელდება, ასევე, ტარდება მიზნობრივი ტესტირებაც, რომელიც ისეთ რისკჯგუფებში მიმდინარეობს, როგორებიცაა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეციციარები, მათი მომვლელები და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები.
კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, 11 საკარანტინე ლოკაციაზე 529 მოქალაქეა განთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 26 პირი რჩება.
კახეთის რეგიონის მასშტაბით ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2118 ნიმუში გადაიგზავნა.