მეუფე გერასიმე ფარულ ჩანაწერზე: რთხილად იყვენენ ის ადამიანები, ვინც ამას ასაჯაროებენ

ფრთხილად იყვენენ ის ადამიანები, ვინც ამას ასაჯაროებენ, ვინც ასეთ საქმეებში არიან ჩართულები და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწო მათ სიფრთხილისკენ, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე შარაშენიძე მამა ანდრია სარიას მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც მამა ანდრია სარიას განმარტებით, ასახულია სექსუალური შევიწროება, რომელიც საპატრიარქოში მოხდა.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, მამამ ბრძანა, რომ ამას კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მათ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს ეკლესიის ფუნქცია, სასულიერო პირების მოღვაწეობა. პატრიარქი არის ნათელი წერტილი ეკლესიის. ღმერთმა შეუნდოთ, ვინც მას ცილს სწამებს”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.
ცნობისთვის, მამა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი 4 მაისს გამოაქვეყნა.მისი განმარტებით, შევიწროება საპატრიარქოში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები