ქუთაისის “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ 12 პაციენტს, მათ შორის 3 ორსულს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცეტრში მყოფ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამოკვლეულ პაციენტებს შორის 3 ორსული იყო.

ამ დროისათვის, კლინიკაში ორი საეჭვო პაციენტია, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით Covid19- ის ახალი შემთხვევა ბოლო დღეების განმავლობაში არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსზე ჯამში 11 პაციენტი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები