ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავავშირებელ გზაზე მეწყერმა ადამიანები მოიყოლა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილები ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე კომპანია “ენერგოგრუპის” თანამშრომლები არიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მხოლოდ 1 პირის გადარჩენა შეძლეს და 3-ზე მეტს ვერ პოულობენ.
“ჩემი ინფორმაციით, ადგილზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ, რა დროსაც ჩამოწვა მეწყერი და 3 პირზე მეტი მოიყოლა. ამავე კომპანიის თანამშრომლებმა , შეძლეს 1 პირის გადარჩენა, ვისი დანახვაც შესაძლებელი იყო”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
როგორც ” რეგიონულ კვირას ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამძებრო – სამაშველო სამუშაოებს კახეთის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახური ახორციელებს.