ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლზე, რადგან ეს ერთ-ერთი დაზიანებული რეგიონია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის, დაახლოებით, 12-დან 15-მდე კლასტერია გამოვლენილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა გამახვილებული.

“მოგეხსენებათ, დაახლოებით, 12-დან 15-მდე კლასტერია ქვეყანაში, ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლზე, კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე: მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. სწორედ შაბათს გახლდით ამ რეგიონში, ამ სამი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრები და მთელი რიგი დამატებითი ღონისძიებები დავგეგმეთ იმიტომ, რომ ეს რეგიონი ერთ-ერთი დაზიანებულია. მთლიანად ამ რეგიონში გვაქვს 198 დადებითი შემთხვევა, რაც მთელი შემთხვევების 33 პროცენტია. განსაკუთრებით მაღალი დასნებოვნება გვაქვს ბოლნისში – 117 დადებითი შემთხვევა, თეთრიწყაროში – 48 და მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონებში მოსახლეობის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები