ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული

“ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის დასკვნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება შემდეგ წლებშიც მოგვიწევს.

“სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან იანვრის თვიდან მოყოლებული იდება არაერთგვაროვანი სურათები, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ არცერთმა ქვეყანამ  ვიცით ინფექციის თვისებები. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, მოგვიწევს, ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ”, – განმარტა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები