თამარ გაბუნია სასწრაფოს ექიმებს: თავს უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომ, რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი საგანგაშო ნიშანია

“თავს უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომ, რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი ჩვენთვის საგანგაშო ნიშანია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია, რომ ქვეყანამ ეპიდემიის შეკავება მოახერხა.

“თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანამ მოახერხა ეპიდემიის შეკავება და საკმაოდ დიდი წარმატებით. ახლა ჩვენ ვართ ძალიან კრიტიკულ გარდატეხის პერიოდში, როცა უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ. ამ შემთხვევაში თითოეული თანამშრომელი, რომელიც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისში მუშაობს, არის პირველი ფრონტის წინა ხაზზე და პირველი შეტევა მოდის ამ თანამშრომლებზე, ამდენად, პირველ ყოვლისა, თქვენ უნდა იყოთ დაცული იმისთვის, რომ მოახერხოთ ჩვენი დაცვა ამ შემოტევისგან. ამრიგად, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ის, რომ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ, ვიყენებთ და მაინც არის დაინფიცირების შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. თავს უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომ, რომ თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი არის ჩვენთვის საგანგაშო ნიშანი, იმდენად რამდენადაც ეს ნიშნავს დაცვის ხარისხსა და ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები