ლევან გოფოძე: რესპუბლიკური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება
“რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკიდან დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტია, აქედან 38 არის კოვიდდადასტურებული, რომელთაგანაც 2 გამოჯანმრთელდა და დღეს გავუშვებთ კარანტინში, ტესტის ორივე პასუხი ერთმანეთის მიყოლებით უარყოფითი მოვიდა.
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – ძირითადად, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტი პნევმონიით საყურადღებოა, რა თქმა უნდა, მაგრამ არცერთს მართვითი სუნთქვა, ჯერჯერობით, არ სჭირდება, რაც ძალიან კარგია და გვახარებს ეს ამბავი.
დღეს რამდენიმე პაციენტს ტესტირება ჩაუტარდა, რამდენიმეს რეტესტირებას ვუტარებთ და, შესაბამისად, გვექნება დასკვნა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხვალ ვის გაშვებას შევძლებთ და ვის დაუდასტურდება საბოლოოდ გამოჯანმრთელება. კლინიკაში მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები არ არიან, თუმცა არის პნევმონიის მქონე 2 ასაკოვანი პაციენტი”, – განაცხადა გოფოძემ.