ბოლნისში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები სამი სხვადასხვა სოფლის მკვიდრნი არიან, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას ” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანში, სამი სოფელ გეტაში დაფიქსირდა, ერთი კი სოფელ სავანეთის კლასტერს მიეკუთვნება.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დადასტურებელი შემთხვევების კონტაქტებისგან ნიმუშების აღება, მათგან 10-ს კორონავირუსი დადგინდა“, – აცხადებენ ბოლნისის მერიაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ბოლნისში 118 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები