“რეანიმაციაში მყოფი ქალბატონი, რომლის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო, თერაპიულ განყოფილებაშია, რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაეწერება “

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმე იყო, თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება.

„რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი გვყავს. გუშინ 1 გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას, რამდენიმე დღეში ქალბატონი გაეწერება კლინიკიდან.
ასევე, გვყავს ორსული პაციენტი, სხვა კლინიკიდან გადმოყვანილი. ამ ეტაპზე მისი მდგომაროება სტაბილურია. ვიტალური ფუნქციები როგორც ნაყოფის, ისე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომაროებას, გართულების გარეშეა“, – განაცხდა რატიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილური, გართულებების გარეშეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები