ცაგერში მედიკოსებს PCR კვლევა ჩაუტარდათ – ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

PCR ტესტირება 25 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ ცაგერის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედპერსონალსა და  სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლებს კორონავირუსზე PCR კვლევები გუშინ ჩაუტარდათ.  მათი კვლევის საჭიროება სამსახურეობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.

„იმის გამო, რომ მედიცინის სამსახურის ამ რგოლს ხშირი შეხება აქვს სხვადასხვა დაავადების მქონე ავადმყოფებთან, ყოველდღიურ რეჟიმში დადიან გამოძახებებზე და განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ კორონავირუსზე ტესტირება  ჩაუტარდათ. უნდა აღინიშნოს, რომ  ამ მიმართულებით ცენტრის თანამშრომლები სათანადოდ  გადამზადდნენ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ. ცოტა ხნის წინ მივიღეთ პასუხები – ოცდახუთივე მათგანის  პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

ცნობისათვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში, განსხვავებით ლენტეხისა, კორონავირუსის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები