ლევან რატიანი: მთავარია, არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, მკურნალობა, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.

მისივე თქმით, მთავარია, ადამიანები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სოციალური ტერორის ქვეშ არ მოექცნენ.

„კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არცთუ ისე ცუდია. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით. პროტოკოლი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, სწორედ აისახება იმაზე, რომ ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები უფრო მეტია, ვიდრე – გართულებული შემთხვევები. მთელი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მთავარია, არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, მკურნალობა, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, – განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები