პანდემიის პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად UNICEF-მა ცხელი ხაზი აამოქმედა

გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის წარმომადგენლობამ საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად უფასო, 24- საათიანი ცხელი ხაზი აამოქმედა, რომლის მიზანი პანდემიის პერიოდში ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.

„ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც დაეხმარება ბავშვებსა და მათ ოჯახებს, ისარგებლონ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისებით. ცხელი ხაზის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა აკრიფონ ნომერი – 111. ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივაა. ცხელ ხაზს მართავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. გაერო-ს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და დაფარავს ცხელი ხაზის ხარჯებს წლის ბოლომდე – დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით“, – აცხადებენ unicef-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები