ანა დოლიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური კორონავირუსია

იურისტი ანა დოლიძე ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. ანა დოლიძე ვანო მერაბიშვილს „პოლიტიკურ კორონავირუსს “ უწოდებს.

„მოვისმინეთ პოლიტიკური კორონავირუსის უსუსური მცდელობა საკუთრი თავის რეაბილიტაციისა. რატომ არის ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური კორონა, ამას ცოტა მოგვიანებით ავხსნი.

იმ 1000 სისულელესა და ტყუილში, რაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ყველაზე რთულია, განსაზღვრო, რომელი იყო ყველაზე დიდი ტყუილი. მაგალითად ის, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა იმ სისხლიან მკვლელობებსა და სადამსჯელო ოპერაციებზე, რომლებიც ხდებოდა მის სამინისტროში – არა მხოლოდ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმე, არამედ უამრავი საქმე, რომელმაც შექმნა რეპრესიული სისტემა, რომლის სათავაშიც იყო მერაბიშვილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები