გიორგი კახიანი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრშია – ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი ქმედებების შედეგი
„ყველასთვის საამაყო უნდა იყოს ის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრშია და სახელდება, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით – ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი ქმედებების შედეგი”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს, რომელიც გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსში” გამოქვეყნდა. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის წარმატებაა.
„საბოლოოდ, ყველაფერი ეს გვაიმედებს და გვაფიქრებინებს, რომ ერთობლივი ძალით ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ ამ კრიზისს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.