აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსზე 102 საეჭვო ანალიზის პასუხიდან 2 დადებითია. ახალი შემთხვევები ქობულეთის კლასტერს არ უკავშირდება. პაციენტებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ და შესაბამისად საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. მათი ჯანმრთლობის მდგომარობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ბათუმის ცხელების კლინიკაში კორონავიუსზე 37 პირი მკურნალობს, აქედან 34 ქობულეთის კლასტერიდანაა. საკარანტინე სივრცეში 1500 მოქალაქე რჩება, ხოლო კარანტინის რეჟიმი 2100-მდე ადამიანმა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები